კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნორჩი მუსიკოსების მოსმენა - მასტერკლასი გამართა.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, გამოვლენილი საუკეთესო მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
„საუკეთესო კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ 2024-25 წლებში დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებში. სახელოვნებო რეფორმის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს და პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება, მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სახელოვნებო სფეროს მისაწვდომობისა და ახალგაზრდა თაობისთვის შემოქმედებითი გარემოს და ნიჭის გამოსავლენად”, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.