საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, აბუდაბიში გამართულ UNESCO-ს კულტურისა და სახელოვნებო განათლების მსოფლიო კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციის პარალელურად, ელისო ბოლქვაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს არსებულ მეგობრულ კავშირებსა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე.

შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯებზე კონკრეტული პროექტების ფარგლებში.