თუ ადამიანის წამება, მისი უფლების გათელვა გახდება ნორმა, აბსოლუტურად ყველას სიცოცხლე არის საფრთხეში - მის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როცა უკრაინა, ომში მყოფი ქვეყანა აანონსებს საერთაშორისო აქციას. ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, რადგან ეს ერთობლივი სატკივარია სინამდვილეში, ერთობლივი პრობლემა არის არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის მოქალაქეობა აქვს სააკაშვილს საბოლოოდ, ეს არის პუტინის ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლის სხვადასხვა ფორმა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს სათქმელი ერთად ვთქვათ.
ერთი არის საერთაშორისო ზეწოლა, მეორე - შიგნით აქტიურობა ყველანაირი ფორმით, სხვადასხვა აქციით, აქტიურობით, „ქართული ოცნების“ შეწუხებით და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა და იმის ჩვენება, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული, ცალკე ვიღაცის ან თუნდაც მოქალაქის პრობლემა, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რადგან თუ ადამიანის წამება, მისი უფლების გათელვა, ჯანმრთელობის დაზიანება გახდება ნორმა, აბსოლუტურად ყველას სიცოცხლე არის საფრთხეში. არ შეიძლება, მესამე პრეზიდენტი დღეს ამ მდგომარეობაში იყოს. შედეგი როდის იქნება, რა თქმა უნდა, წინასწარ ამას ვერავინ იტყვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.