მოცემულობა არ არის მარტივი, როდესაც შენ  წარმოგადგენს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის უმცირესობაშია ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მართალია, მოცემულობა არ არის მარტივი, როდესაც შენ  წარმოგადგენს ხელისუფლება, რომელიც არ წარმოადგენს ქვეყნის უმრავლესობას, რომელსაც აქვს მიტაცებული ინსტიტუტები. რაც ჩვენ კანონის დროს ვნახეთ, ეს მიტაცების ერთ-ერთი დემონსტრირება იყო. ამ ტიპის მთავრობის პირობებში, როდესაც ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი ისტორიულ მიზანს მიაღწიოს, მართლაც რთული არის ოპოზიციის ამოცანა, მაგრამ ჩვენ ეს ამოცანა გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული.  ევროპამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არ არის „ქართული ოცნება“ და საქართველოში არსებობს ალტერნატივა და ეს ოპოზიციაზე უფრო კარგად, ევროპას დაანახა მარტის დღეებმა, როდესაც საზოგადოება შეიკრა“- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.