პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტად ამ ეტაპზე, რადგან ვიდრე „ოცნება“ შეტევაზეა, ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული პოსტი ელენე ხოშტარიამ მას შემდეგ დაწერა, რაც განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.
ელენე ხოშტარია შიმშილობასთან დაკავშირებით, ასევე, პოლიტიკურ ამოცანებზე საკუთარ პოზიციას განმარტავს.
„კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზე, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე.
ჩემი შიმშოლობა არის განაცხადი:
ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემი მხრივ მე ასე დავაფიქსირე.
სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით:
ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო; ე.წ. არჩევნების დელეგიტიმაცია; პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა; პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით.
პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან სანამ „ოცნება“ შეტევაზეა, ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.
პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა – არანაირი მოგონილი არჩევნები.
მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.
შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.
ჩემს ძვირფას მეგობრებს „ლელოდან“ კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან, არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს.
ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასისმგებლობა“, – წერს ელენე ხოშტარია.