"კომისიის მუშაობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა სისხლისმღვრელ რეჟიმთან გვქონდა საქმე", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ 2012 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებაც გაგრძელდა კომისიის მუშაობის არეალი.

"კომისიის მუშაობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა სისხლისმღვრელ რეჟიმთან გვქონდა საქმე. ნიშანდობლივია, რომ 2012 წლის შემდეგაც აგრძელებენ საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებას, არა მარტო საზოგადოების, არამედ ქვეყნის წინაშე, ქვეყნის განვითარებისა და მშვიდობის წინააღმდეგ საქმიანობას, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ 2012 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებაც გაგრძელდა კომისიის მუშაობის არეალი", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.