იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ევროკავშირი სამართლიანად მოიქცევა და საქართველოს მართლაც დამსახურებულ სტატუსს მიანიჭებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა „მოამბესთან“ საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ეს ადამიანი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკას ხელმძღვანელობს. ძალიან მნიშვნელოვანწილად, საქართველოს შეფასება მასზე იქნება დამოკიდებული. მისი რეკომენდაციები, მისი რჩევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ შედეგის დასადებად, რომელიც წევრობის სტატუსის მიღების საშუალებას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ევროკავშირი სამართლიანად მოიქცევა და საქართველოს მართლაც დამსახურებულ სტატუსს მიანიჭებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.