ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევა ნიშნავს, რომ საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება სურთ. სწორედ ამის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. ხშირ შემთხვევაში, ეს ბრძოლა საზღვარგარეთიდანაც არის დაფინანსებული. რასაც ვხედავთ, ეს არის მავნებლობა ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

"ამ მავნებლობის გამოვლენის ერთ-ერთი ფორმაა ეკლესიასთან ბრძოლა. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ ნებისმიერი ღირებულების, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის და ქვეყნის მორალურ ფასეულობებს"– განაცხადა ეკა სეფაშვილმა.