„არსებობენ პროგრესული ძალები, რომლებიც ერთგულები არიან იმ ღირებულებებისა, რაზედაც ჩვენი სახელმწიფო და დასავლური ცივილიზაცია დგას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყანამ საკუთარი ფასეულობები უნდა დაიცვას. 

„დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლური ინტეგრაციისთვის ამას ხელის შეშლა არ შეუძლია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში არსებობენ პროგრესული ძალები, რომლებიც ერთგულები არიან იმ ღირებულებებისა, რაზედაც ჩვენი სახელმწიფო და დასავლური ცივილიზაცია დგას - ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ სწორედ ეს ფასეულობები“, - განაცხადა, ეკა სეფაშვილმა.