„თქვენი რუსული და ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეები არის საპირწონე იმ ჩვენი რეალური ღირებულებების დაცვისა და ევროპული ინტეგრაციისაკენ გადადგმული ნაბიჯებისა, რომლის შესახებაც რეალურ პასუხს მეცხრეჯერ უკვე ამ წლის ოქტომბერში მიიღებთ. ეს იქნება მეცხრედ, როდესაც დამარცხდებით სასტიკად და ქართველი ხალხი გაგცემთ ღირსეულ პასუხს. ქართველი ხალხი დააფიქსირებს იმ არჩევანს, რომელიც რეალურად უნდა - საქართველოს არჩევანი არის დამოუკიდებლობა, ღირებულებები, დასავლურ ცივილიზაციასთან ერთობა და ინტეგრაცია“, - მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, გუშინ გამართულმა აქციამ ცხადად აჩვენა, რომ მამული, ენა და სარწმუნოება არის უპირველესი ღირებულებები და მათი დაცვისთვის ხალხი არც შორი გზიდან ჩამოსვლას უშინდება და არც საკუთარი პოზიციის უშიშრად დაფიქსირებას.
„მე მესმის დღეს ჩვენი ვითომდა ოპოზიციის, სინამდვილეში ხალხის და ქვეყნის მოღალატე რადიკალური ძალების წარმომადგენლების ეს სასოწარკვეთილი გოდება დღევანდელ პოლიტიკურ განცხადებებში, როგორი გულშეძრული და დამწუხრებული არიან გუშინდელი ჩვენი და იმ ხალხის ერთობით, რომელმაც ნათლად დაგვანახვა, რომ საქართველოში ერთობა, ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ხალხისთვის ძვირფასია. თქვენთვის თავზარდამცემი იყო ხალხის ერთობის დანახვა იმ ფონზე, როდესაც თქვენ მხოლოდ უმცირესობის გამოყვანას ახერხებთ მიტინგებზე და ის უმცირესობაც ისეთია, რომელსაც სიმართლეს უმალავთ, ან ისეთი, რომლებიც მხოლოდ თავიანთი „შავი ფულის“ დაცვას ცდილობენ და სხვას არაფერს“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.