თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს დღეები უკვალოდ გაიწოვება - არცერთ შემთხვევაში - ამის შესახებ ენმ-ის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვყავს ყველაზე ანტიეროვნული ხელისუფლება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს დღეები გაიწოვება, ისე რომ აქედან კვალი არ დარჩება, არცერთ შემთხვევაში იმიტომ, რომ თავად ეს დღე არ ყოფილა ერთი დღის განწყობა. ეს იყო მომწიფებული, ჩამოყალიბებული აზრი ადამიანებში, რომ ეს ხელისუფლება გახლავთ რუსული. ასეთი განწყობა, დამოკიდებულება რეჟიმის წინააღმდეგ არცერთ ქვეყანაში არ უჩვენებიათ“ - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.