ხელისუფლება არის ჩიხში მიმწყვდეული და გამოსავალს ვერ პოულობს - ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ „ტვპირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს არის ხელისუფლება,რომელიც არის ჩიხში მიმწყვდეული, რომელიც გამოსავალს ვერ პოულობს და ყველა კედელს თავს ურტყამს და შესაბამისად ადამიანს, რომელიც კედელს თავს ურტყამს, საღი აზრი არ გააჩნია. სტუდიაში შემოსვლამდე პირადად ვესაუბრე დათო აბრახამიას, რომელმაც დღის მეორე ნახევარშიც გადაამოწმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ეს არის ვითარება, როდესაც ომში მყოფი სახელმწიფო, ყოველდღიურად საქმის კურსშია, თუ რა ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით"- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.