პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე სამადაშვილმა ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ პარტიული დროშის პლაკატი გაშალეს, წარწერით „Русский военный корабль иди на ...“
პლაკატის გაშლის შემდეგ მანდატურებმა დეპუტატი სალომე სამადაშვილ კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. კომიტეტის სხდომაზე კვლავ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. მომხსენებელს, გურამ მაჭარაშვილს კანონპროექტის წარდგენის საშუალება არ ეძლევა.
9:30 საათიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომა დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.