წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრებია გამოქვეყნება. პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს.ორივეს თანხმობაა საჭირო - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა,რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს.ორივეს თანხმობაა საჭირო.
თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ, თორემ წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი”,- წერს ხერხეულიძე.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალაჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა, სადაც მას სააკაშვილი გამარჯვებას ულოცავს.
„გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი“, - წერს სააკაშვილი.