ხალხო გაზპრომზე მიყიდვით დაწყებული, ტუალეტის ქაღალდის მოპარვით გაგრძელებული, რას
არ გვაბრალებდნენ ნაცები 2016 წლიდან მოყოლებული.
დაქირავებული ბინძური ჭორიკნებით - ელისო კილაძეებით და სხვებით ავრცელებდნენ რომ თითქოს ფსიქიატრიულში ვიწექი. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რომც ვწოლილიყავი მერე რა, მაგრამ ფაქტია რომ გვაბრალებდნენ უსაზიზღრესი კაგებეშნიკური მეთოდებით, დისკრედიტაციის მიზნით და იარაღად იყენებდნენ როგორც ტელემედიას, ისე ინტერნეტმედიას, ისე ტროლებს.
ეკა ხერხეულიძეს ყურები მაშინ უნდა გამოეფხიკა, როცა მისი ბელადი ასე იქცეოდა ჩვენ მიმართ … ახლა რა გასაკვირია რომ მის კართანაც წამოწვა ბელადის მიერ გამოშვებული ჯინი.
ეს ჯინი ყველასთან მოვა და “გაგებით მოეკიდეთ” - თქვენი ბელადის გამოშვებულია. - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.