კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკასთან „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განუცხადა და დააკონკრეტა, რომ პალატაში ჩხრეკა გუშინ ჩატარდა.

„შედგა ჩხრეკის ოქმი. სააკაშვილმა მთხოვა მედიისთვის მეცნობებინა, რომ ოთახის აღწერა მოხდა. რა არის ამოღებული, არ ვიცი, მაგრამ ჩხრეკა ჩატარდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამასთან დაკავშირებით არავის პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ რას ემსახურება ახლა, პერიოდის ამ მონაკვეთში მიღებული გამკაცრებული ზომები ეს, რა თქმა უნდა, არ ვიცი. მე პირადადაც ეკიპირებული შევედი, ისე, როგორც შედიან საგანგებო ვითარების დროს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.