ამერიკა არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რაც ამ მახინჯმა რეჟიმმა გამოუსწორებელ მაგალითად დაუტოვა ჩვენს ისტორიას - ამის შესახებ ენმ-ის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დაკავებას გამოეხმაურა.

„ამერიკას უყვარს თავისი სახელმწიფოებრიობა, პატივს სცემს აწმყოს და იმ მომავალს, რომელსაც აწმყოში აშენებს. ის არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რაც საქართველომ გამოუსწორებელ მაგალითად დაუტოვა ჩვენს ისტორიას. ჩემი ქვეყნის ისტორიას ის არ ეკადრებოდა, რაც საქართველოს აჩვენა და რაც საქართველოს ისტორიისთვის დატოვა ამ მახინჯმა რეჟიმმა, როდესაც მიწაზე დანარცხებული ქეჩოთი მოჰყავდათ საქართველოს პრეზიდენტი და დაახეთქეს პალატაში. ის კადრები, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ,  ეს წარმოგიდგენიათ  ხდებოდეს ამერიკაში პრეზიდენტის უფლებების ასეთი შელახვა? შეურაცხმყოფელი კადრების ჩვენება?“- აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.