ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ გახარიას გუნდი პრეზიდენტის ქარტიას ხელს მოაწერს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„ახლა ის ეტაპია, როდესაც პარტიები ჯერ კიდევ აგრძელებენ ერთმანეთთან დაახლოების პროცესს და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საბოლოოდ საარჩევნო სიები წარედგინება ცესკოს. იქამდე გვაქვს ცოტა დრო გაძლიერდეს შუაში შუაში მყოფი პლატფორმა. ეს არის რეალურად, ვინც უნდა შეცვალოს მმართველი ძალა. ვგულისხმობ, ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის ალტერნატივა სახელისუფლებო პარტიის. მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ გახარიას გუნდი ხელს მოაწერს ქარტიას და დაუახლოვდება არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ ფორმალიზების თვალსაზრისითაც ამ პროცესს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.