ანდრია სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. პრემიის მფლობელთა შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, მალალა იუსაფზაი, ოლეგ სენცოვი, ალექსეი ნავალნი, უკრაინელი ხალხი და სხვა.
"სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ნინო ლომჯარია წარმატებით იცავდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და აძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას, განსაკუთრებით ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დიდი ზეწოლის მიუხედავად, მას ჰქონდა გამბედაობა, მხარი დაეჭირა მათთვის, ვინც სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციას განიცდიდა, მაგალითად, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების შემთხვევაში.
ნინო ლომჯარიამ და მისმა გუნდმა გააძლიერეს საქართველოში პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. მათმა წარუშლელმა გამბედაობამ, მოკრძალებულობასთან და პროფესიონალიზმთან ერთად, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებას, რაც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს" | ნათქვამია ECR Group-ის განცხადებაში