ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

„5%-იანი ბარიერის დაწევას მათხოვრობს ის, ვინც ხვალ იტყვის ოცნებამ არჩევნები გააყალბაო, რასაც წინა არჩევნებზეც გვაბრალებდნენ. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ გარდაუვალ მარცხს 😂😂😂ჩამოყალიბდით, ინადირეთ ნაცების ელექტორატზე, მაინც ერთის შექმნილები ან მერე ნაყიდები ხართ, გინებით და ფურთხებით  წაართვით ერთმანეთს ხმები და გაინაღდეთ ისევ საპარლამენტო ხელფასები.😉😂😂აბა ქვეყანა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ გაინტერესებდათ და ახლა მითუმეტეს😡
ჩვენ თქვენ არაფერს დაგითმობთ! არ აკვირდებით, რომ ამერიკული კანონის გარუსებამ, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, არასდროს არაფრის დათმობაც დანერგა? 🤤😪ყველაფერი უკუღმა დაგიტრიალდათ! არ ხართ მართლები, მტყუანები ხართ და ესაა მთავარი მიზეზი!“ - წერს სამხარაძე.