საარსებო მინიმუმი გადასახედია, რამეთუ საქსტატის დათვლით, მინიმალური სასურსათო კალათა დღეს არის 283 ლარი, არადა გადამოწმებით და დათვლებით, საპენსიო სეგმენტის ყველაზე ღარიბ, 40%-იან ფენას შორის, სასურსათო დანახარჯები 52%-ია, არასასურსათო - 48%, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ  "დებატების" ეთერში განაცხადა.

„სოციალური დახმარების პროგრამა არა არის ერთადერთი და თუნდაც საუკეთესო საშუალება დახმარების კუთხით მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანის. მაგალითად „იუნისეფის“ კვლევებით არის დადასტურებული, რომ ყველაზე კარგი საშუალება, პრობლემათა შორის  სიღარიბის დაძლევის, ეს არის ასაკით პენსიის გაცემა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე სამუშაო გვაქვს, რომ საარსებო მინიმუმი გადასახედია, რამეთუ საქსტატის დათვლით, მინიმალური სასურსათო კალათა დღეს არის 283 ლარი, არადა გადამოწმებით და დათვლებით, საპენსიო სეგმენტის ყველაზე ღარიბ, 40%-იან ფენას შორის, სასურსათო დანახარჯები 52%-ია, არასასურსათო - 48%. ამიტომ, თუკი ჩვენ სასურსათო კალათაში, სადაც 70% სასურსათო დანახარჯებზე მიდის და 30% დანარჩენ დანახარჯზე, თუ კი ამ კუთხით ჩვენ სამართლიანად მივუდგებით, მაშინ საარსებო მინიმუმი უნდა იყოს 390- 400 ლარი. 70 წელს ქვემოთ ასაკის პენსიის გასაცემელი, დღეს არსებული 370  სცდება საარსებო მინიმუმს  და ამის ვალდებულება არის „გაეროს“ კუთხითაც, არსებობს ამის კომისია, როცა მინიმალურ საჭიროებებთან მიახლოებული უნდა იყოს, როგორც სოციალური, კულტურული და ა.შ. სხვა პროგრამები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.