"ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და აქციებს ეხმაურება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, როცა ქვეყანაში გამჭვირვალობის ქართული კანონი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სიმართლეს, მყისიერად გაიოლდება „შავისა და თეთრის" ერთმანეთისგან გარჩევა.

„არ შეიძლება სამშობლოს იმ გადმოსახედიდან მივუდგეთ, ვინ სად მუშაობს და ვინ სად ცხოვრობს, ან ვინმეზე გაბრაზებულმა შეარჩიონ დღეს მხარე.

მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესშია ქვეყანაც და საზოგადოებაც. ცუდი ისაა, რომ სოციალურ ქსელში ხშირად იკითხება უპასუხისმგებლობა, უშინაარსობა და წაუკითხაობა. ქუჩაში უმცირესობის პოზიცია სურთ დომინანტად აქციონ.

ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი და ჭარბი გულწრფელობით ქვეყანას უნებლიედ არყევენ.

ევროპელობის ძახილი დღეს კარგი „მოსასხამია" და რუსეთუმეობის სხვაზე დაბრალება - ბრძოლის მთავარი იარაღი, „სამშობლოს გადასარჩენად". არადა, დღეს, რეალურად, არც ანტიევროპულობის პრობლემაა ქვეყანაში და არც - რუსეთუმეობის. „შავი ფულის" გამო დარიეს ერთმანეთს საზოგადოება და ახლობლებიც კი, იმის გამო, რომ ჩვენი, ყველას საერთო სამშობლო ვიღაცამ გარედან სწორედ ამ ფულით მართოს. როცა ქვეყანაში გამჭვირვალობის ქართული კანონი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სიმართლეს, მყისიერად გაიოლდება „შავისა და თეთრის" ერთმანეთისგან გარჩევა. სწორედ ამის შიში აქვთ დღეს და არ სურთ ხალხმა თავის თვალით იხილოს რეალობა, თუმცა ეს გარდუვალია და ამას ვერავინ შეაჩერებს. არა რუსულ კანონს. ქართულით მალე ყველაფერი ნათელი გახდება და დასავლური ტიპის გამჭვირვალობა საქართველოშიც წესად იქცევა.“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.