დღეს შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლიხტენშტაინს ეწვევა. 

ლიხტენშტაინის ოფიციალურ პირებთან მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება იქნება.

ქართული მხარე როგორც ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრს დანიელ რიხს, ასევე პარლამენტის პრეზიდენტს, ალბერტ ფრიკს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიხტენშტაინის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის მდივანთან შეხვედრები.