სამწუხაროდ ბოლო პერიოდში უჭირს და მხოლოდ ეს არის ამის მიზეზი - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რის გამოც კათოლიკოს პატრიარქმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მსახურებაზე დასწრება ვერ შეძლო.
"ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ პატრიარქი სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება. მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდში პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არც ერთ სადღესასწაულო წირვა ლოცვას არ ტოვებდა. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში უჭირს და მხოლოდ ეს არის ამის მიზეზი " - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.