კობახიძისგან განსხვავებით ღარიბაშვილმა რა იცის, ცოტა რთული სათქმელია - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სად იყო ნატო და ევროკავშირი 2008 წელს, როდესაც რუსეთი ისევ შემოვარდა საქართველოში და ის ამბები დაატრიალა, რაც დაატრიალა. სად იყო ნატო და ევროკავშირი უკრაინაში როდესაც ყირიმს სტაცა ხელი ქურდული გზებით, მაშინდელი ხელისუფლება ევროკავშირის წინააღმდეგ არ იყო? არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილმა ეს ყველაფერი არ იცოდეს, კობახიძემ ვიცი რომ იცის, ღარიბაშვილმა კი რა იცის, ცოტა რთული სათქმელია. როდესაც ასეთი პროპაგანდისტული ხრიკებით ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჩაუნერგონ ნარატივი, რაც გამობრძმედილია რუსული პროპაგანდის სამჭედლოებში, რომ დასავლეთი უარესია. ეს არის პუტინისტური რუსეთის პროპაგანდის მთავარი იარაღი“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.