ბროუდერის მხრიდან მაგნიტსკის სიის მსგავსი სიის დაწერით დამუქრება ამორფული მსჯელობაა და მეტი არაფერი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაღაცის გატოლება ევროინტეგრაციასთან, უბრალოდ უადგილო არის. რადგან ბროუდერი ასე ფიქრობს და, თუ არადა მაგნიტსკის სიის ანალოგს დავწერ და ამის დაკავშირება იმასთან, რომ „ქართული ოცნება“ ძალით აფუჭებს სააკაშვილთან მიმართებაში საქმეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდეს, ეს ძალიან ამორფული მსჯელობაა. ეს 12 პუნქტი უნდა დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენ განვაგრძოთ ამ გზაზე მსვლელობა და ამ პუნქტში არ წერია ამ ადამიანის (სააკაშვილის) სახელი და გვარი", - აღნიშნა სერგეენკომ.