კვირა არ გადის, რუსული კანონებით - ევროპარლამენტში კორუფციაში ბრალს რომ არ სდებდნენ რომელიმე ევროპელ მაღალჩინოსანს - ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კვირა არ გადის, რუსული კანონებით - ევროკომისიებში და ევროპარლამენტში კორუფციაში ბრალს რომ არ სდებდნენ რომელიმე ევროპელ მაღალჩინოსანს. დღეს ევროკომისიის ტრანპორტის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, ჰენრიკ ჰოლოლეის ჯერი დადგა. და კვლავ - კორუფცია. ეს კანონები, რომელთა მიხედვით - ციხის საფეხბურთო გუნდის შემადგენლობას უახლოვდება დაპატიმრებულ ევროპარლამენტართა ოდენობა, ხოლო ბრალდებულ (თუ ეჭვმიტანილ) ევროკომისიის წევრების, საკალათბურთო გუნდის შემადგენლობას - იმიტომ არის რუსული, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ასუსტებს და დისკრედიტაციას უწევს "ქეთოი წმინდა კერას" - ევროსტრუქტურებს. არა რუსულ კანონებს!“ - წერს ქართველიშვილი.