პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირებისას, სავარაუდოდ, არსებობს გარკვეული დასაზუსტებელი საკითხები, ამიტომ სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვე არის განსაზღვრული.
„ყულევის ტერმინალს კერძო კომპანია განაგებს. ამ თვალსაზრისით გარკვეული აქტიურობა აქამდეც იყო, თუმცა, საბოლოოდ, სანქცირებულთა სიიდან ყულევის ტერმინალი ამოიღეს. როგორც ტერმინალის ხელმძღვანელობა აცხადებს, ამ ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ტერმინალის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია იქნება და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ სანქცია თავიდან იყოს არიდებული. აქამდე არსებული ინფორმაციით, ყულევის ტერმინალს უშუალოდ სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ ჰქონია, რაც არაერთგზის დადასტურდა, მათ შორის, შემოწმებით.
რაც შეეხება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირებას, ექვსი თვეა მითითებული და უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული საკითხებია, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს. ექვსთვიანი ვადა იმიტომ არის გათვალისწინებული, რომ ეს სანქციები იყოს თავიდან არიდებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვეა დასახელებული..
ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა








