სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტია პირველი დამრღვევი საქართველოს კონსტიტუციის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„შესაბამისი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება, იქნება ნათელი დადასტურება და საზოგადოებისთვის მკაფიოდ გამიჯვნა იმისა, თუ ვინ იცავს რეალურად კონსტიტუციას და კანონს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მზად შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადადგას. ის, ვინც უნდა დაიცვას ბოლომდე კანონი, ვისაც ფიცი აქვს დადებული კონსტიტუციის დასაცავად, საქართველოს პრეზიდენტი, არის სამწუხაროდ პირველი დამრღვევი საქართველოს კონსტიტუციის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.