ვერაფრით ვერ მოხდება „ქართული ოცნებისა“ და ქართული სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკის დაკავშირება რაიმე სახით ოკუპანტთან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თუკი ვინმე ამაზე ხმამაღლა საუბრობს, ვსაუბრობთ ჩვენ - კონკრეტულ დანაშაულებსა და კონკრეტულ დოკუმენტებს დოკუმენტებს ვასახელებთ, სადაც ნაცმოძრაობამ 2008 წლის შემდეგ ხელი მოუწერა რუსეთს ისეთ დოკუმენტზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო სრულმასშტაბიანი კონფლიქტი და დაბომბა ცხინვალი. რაც შეეხება სააკაშვილისა და ნავალნის თემას, სააკაშვილის მხრიდან რაიმე სახით ნავალნისთან დადარება წარმოუდგენელი ამბავია - სააკაშვილი იყო რეჟიმის შემქმნელი, ნავალნი ებრძოდა რეჟიმს და მაღალი ალბათობით, ამ ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა. სააკაშვილმა შექმნა რეჟიმი, რომელიც კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.