რეალურად სალომე ზურაბიშვილი არც მიწისაა, არც - ცის. მგონი, თვითონაც ჩამოუყალიბებელია და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მედროშე, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, თემაზეცსაუბრისას, რა როლი შეიძლება ჰქონდეს არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილს.
„ერთ ნავში ზის რადიკალებთან. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომელშიც თავად ჩაიყენა თავი. რა ბედიც ექნებათ რადიკალებს, იგივე ბედი ექნება სალომე ზურაბიშვილს. ვერანაირი, განსაკუთრებული და გამორჩეული ფუნქცია ამ ქალბატონს ვერ ექნება. ეს არის კონსტიტუციის დამრღვევი, ფსევდო პრეზიდენტი, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა, ის ძალიან დიდხანს და სამუდამოდაც დაავიწყდეს საზოგადოებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.