ოჯახი, ღირებულებები და არასრულწლოვანების დაცვა წარმოადგენს ჩვენს ნომერ პირველ ამოცანას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
„ქართული პარლამენტის, ქართული სახელმწიფოს და მთავრობის ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი, ჩვენი საზოგადოება. მე, პირადად გახლდით საკონსტიტუციო კომისიის წევრი, როდესაც ჩვენ ამ საკონსტიტუციო განხილვებით დავდიოდით ქვეყნის ქალაქებში და ამ ყველაფერს საზოგადოებას ვეუბნებოდით. აღტაცების გარდა იქიდან არაფერი გვსმენია.
აქვე გეტყვით იმ უდიდეს ლეგიტიმაციას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ, მილიონამდე ადამიანი იყო გამოსული, ოჯახის დაცვისა და პატივისცემის დღეს და ამ ადამიანებმა, ყველამ ერთად, მხარდაჭერა გამოხატეს სწორედ ამ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ.
ჩვენი ოჯახი, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი არასრულწლოვანების დაცვა წარმოადგენს ნომერ პირველ ჩვენს ამოცანას, ამიტომ, ყველამ საკუთარ ქვეყანას მიხედოს და ჩვენ ჩვენს ქვეყანას ტრადიციებით და ღირებულებებით დავიცავთ აუცილებლად“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.