სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, იმედია, სტრატეგიული ურთიერთობები გადაიტვირთება და გაუმჯობესდება.
"კარგია, როდესაც პირისპირ საუბრის ფონზე, კიდევ უფრო კარგად ხდება იმისი მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის, თუ რა არის რეალობა, სად არის სიმართლე, რას ნიშნავს გაგრძელება სტრატეგიული პარტნიორობის, რომელსაც საქართველო მუდმივად ახორციელებდა და მუდმივად მხარს უჭერდა. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვხედავთ ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან. ეს ურთიერთობა მე ვიმედოვნებ, რომ იქნება კიდევ ერთი დასტური და ბიძგი იმისთვის, რომ სტრატეგიული ურთიერთობები გადაიტვირთოს გაუმჯობესების კუთხით და არა პირიქით," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერი იმყოფება. ამერიკელმა სტუმრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე გამართეს.