„ქართული ოცნების“ წარმატება ოპოზიციის შესაძლო უვარგისობაზე გადის, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ივანიშვილი ძალიან გაცვეთილია. ივანიშვილი რაც არის, ეს არის. რა თქმა უნდა, მას საკუთარ თავზე არაადეკვატური წარმოდგენები აქვს, საკუთარ შესაძლებლობებზეც. მათი წარმატება გადის ქართული ოპოზიციის შესაძლო უვარგისობაზე. იმედი მაქვს, ქართული ოპოზიცია საკმარისად მოჭკვიანებულია უკვე, იმისთვის, რომ ივანიშვილისთვის არაპოლიტიკური ტრიუკები პოლიტიკის მიღმა დავტოვოთ“ , - აღნიშნა ბერძენიშვილმა.