"რესპუბლიკური პარტიის" ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მის ვაჟზე, ზუკა ბერძენიშვილზე მომხდარ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჯგრო

პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები. ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე." - წერს დავით ბერძენიშვილი.

სალომე ბარკერი: შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ "აღშფოთებული მოქალაქეები" - ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ