"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ "აღშფოთებული მოქალაქეები" და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.
სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ."
ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ზუკა ბერძენიშვილის ფოტოს ავრცელებს.
როგორც სალომე ნიკოლეიშვილი განმარტავს, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა შალვა პაპუაშვილის პოსტის შემდეგ ერთ საათში მოხდა: ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს