მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს, მას არავინ ეკითხება ჩვენი ხალხი, ქვეყანა და მთავრობა როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ, რომ გავაკეთო კომენტარი?! მე მის ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ერთი მინდა ვთქვა, უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი, დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. არახამიას განცხადებები არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი და ქართული ექსტრემისტული რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდე, ომის მერე და დღესაც, ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო - გადატრიალება, ხელისუფლების შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია ჩართულია ჩვენი ქვეყნის პირად საქმეებში. მას აქ არავინ ეკითხება ჩვენი ხალხი, ქვეყანა და მთავრობა როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.