გადაგვაყენეს, ისინი იყვნენ ექვსნი, ჩვენ კი ხუთნი - კომუნისტურ რეჟიმს, ხუნტასაც მოვსწრებივარ და ჩემი პრინციპებისთვის არ გადამიხვევია, - ამის შესახებ ფოთის ენმ-ის საკრებულოს წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.

,,დიახ, გადაგვაყენეს. ისინი იყვნენ ექვსნი, ჩვენ კი ხუთნი. კომუნისტურ რეჟიმს მოვსწრებივარ, ხუნტასაც და ჩემი პრინციპებისთვის არ გადამიხვევია. ეს გადაწყვეტილება იყო მათგან გამოცხადებული ბოლშევიკური სასჯელი. მე ვერ შევეგუები მათ არასწორ მმართველობას",- აცხადებს საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან" დარეჯან ცხვიტარია.

ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა ფრაქციის წევრებმა კენჭისყრის შედეგად გადააყენეს. 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ დარეჯან ცხვიტარიამ ფოთის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: მოვითხოვთ  ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს