ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო ამ არჩევნებზე დაკვირვება, ვნახეთ, რომ საარჩევნო პროცედურა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონია დემოკრატიული ჩარჩოსი და იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დემოკრატიული ჩარჩო, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ნორბერტ რევაი-ბერემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი იჩენს ვალდებულებას დემოკრატიული პრინციპებისადმი და იყო საკმაოდ მაღალი იყო აქტივობა.

„ვეთანხმები კოლეგებს და ვარ მადლიერი, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით საარჩევნო პროცესს. სხვადასხვა ქვეყანაში წარსულშიც დავკვირვებივართ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვაკვირდებით ამ არჩევნებს, არამედ ვიზიარებთ და ვსწავლობთ ერთმანეთის გამოცდილებას. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო ამ არჩევნებზე დაკვირვება. ვიხილეთ, რომ საარჩევნო პროცედურა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონია დემოკრატიული ჩარჩოსი და იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დემოკრატიული ჩარჩო. ჩვენ დავინახეთ, რომ ქართველი ხალხი იჩენს ვალდებულებას დემოკრატიული პრინციპებისადმი. საკმაოდ მაღალი იყო აქტივობა და მათ გამოხატეს სურვილი, ყოფილიყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში და სწორედ ეს უზრუნველყოფს მათი ქვეყნის მომავალს. იმედი გვაქვს, არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მათ პოლიტიკურ ნებას“, – განაცხადა