"ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყველა ფიგურანტმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პატლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, არასეროზულია, სახელმწიფოს დააბრალო დანაშაულის ჩადენა და გამოძიებასთან არ ითანამშრომლო. "ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი, პირველი მაქსიმალურად სწრაფად უნდა დადგინდეს ფაქტები, იმიტომ, რომ საკმაოდ ხმაურიანი ბრალდებებია და ეს ბრალდებები აზიანეს სახელმწიფოს და მნიშვნელოვანია დრულად გაეცეს პასუხები. მეორე, მნიშვნელოვანი ფიგურანტები, რომლებიც უშუალოდ საუბრობენ ამ ჩანაწერში, მათ ჩვენებები მისცენ, ეს მათი ვალდებულებაა, თუ ასეთ დანაშაულზე საუბრობენ, გამოძიებას მისცენ საშუალება, რომ გამოძიება წინ წავიდეს. მესამე, დღეს იყო დაყენებული ბიუროს სხდომაზე, ამაზე ჩემი პოზიცია გამომდინარეობს პირდაპირ კანონის მოთხოვნებიდან, იქედან გამომდინარე, რომ საპარლამენტო კონტროლი, როგორც ამად აღიქვამს ოპოზიცია, არ არის სწორად აღქმული, საპარლამენტო კონტროლი არ ნიშნვას გამოძიების ნაცვლად საქმის გამოძებას, ის არ შეიძლება განხორციელდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, თუ ეს არ არის საგამოძიებო კომისია, სხვა ფორმატების გამოყენება არაა სწორი. ის რომ პარლამენტი ამ თემას აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას და ის, რომ პარლამენტი არის ადგილი პრობლემებზე სამსჯელოდ, ნამდვილად ასეა, თუ გვინდა საქმის გამოძიება, მაშინ ეს გამოძიება საპარლამენტო უმცრესობამ კი არ უნდა აწარმოოს, არამედ ფიგურანტები უნდა მივიდნენ და მისცენ ჩვენებები. რაც შეეხება განცხადებას, არ ვიცი როგორი არასერიოზული განცხადებაა, ადამიანმა დააბრალა მთელ სახელმწიფოს დანაშაულების ჩადენა და უარს ამბობს ჩვნებების მიცემაზე. ზუსტად ასეთი ქცევები აჩენს ეჭვს, რომ ყველაფერი ისე არაა როგორ საუბრობენ. დანარჩენზე ვერ ვისაუბრებ"-განაცხადა ჩუგოშვილმა.