არ მჭირდება არანაირი პრივილეგია შეურაცხყოფისას.
“ქალს როგორ აკადრა” - თავისთავად არის დისკრიმინაციული მორალი.
რაც მჭირდება, არის თანასწორობა. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თანასწორობა ვერ იარსებებს იქ, სადაც პოლიტიკური სპექტრი (ნაცებიც და ქოცებიც) პიროვნების კულტის სამსახურში დგას;
თანასწორობა ვერ იარსებებს იქ, სადაც ცოლის საქციელის გამო, ქმარს სთხოვენ პასუხს (ნაცებიც, ქოცებიც, ენჯიოებიც);
თანასწორობა ვერ იარსებებს იქ, სადაც თუ თავი მსხვერპლად არ მოგაქვს, ქალადაც არ გთვლიან კონიუნქტურას აყოლილი ენჯიოები.
თანასწორობა ვერ იარსებებს იქ, სადაც თვითგამოცხადებულ ფემინისტებს საკუთარი ქალობა ისე სძულთ ქვეცნობიერად, სხვა ქალების პირადი ცხოვრება კომპრომატი ჰგონიათ და თავს უფლებას აძლევენ პირადი ცხოვრების “ამოტივტივებით” დაიმუქრონ…
ვინმე ირაკლი ბერაია, ვინმე ნინია კაკაბაძე, ვინმე ჯიბუტი, ვინმე გიგაური .. მათი სახელი ლეგიონია და მათი პრობლემის სათავე ერთია - ჩამორჩენილობა, რაც ქალს მეორეხარისხოვან როლს ანიჭებს, ქმარს მის პატრონად და მის პირად ცხოვრებას კომპრომატად აქცევს." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
ასევე, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"
მოგვიანებით პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ