გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის სოფელი აიბღა რუსეთმა მიიტაცა, თუ ასეა განგაშია ასატეხი, - ამის შესახებ "ტვ პირველის" პოლიტიკურმა მიმომხილველმა და გადაცემა პოლიტიკური პარასკევის თანაწამყვანმა ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემის შესავალ ნაწილში განაცხადა.
"დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის" მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში მდებარე სოფელი აიბღა პრაქტიკულად მიიტაცა რუსეთის ფედერაციამ. კრასნოდარის ოლქის ხელმძღვანელს დაევალა მისი ფორმალური ხელმძღვანელობა. ეს არის გავრცელებული ინფორმაცია და მე არც "მილი სტების" რეაქცია გამიგია. იმედი მაქვს, რომ გადამოწმდება ეს ინფორმაცია და თუ ეს ასე არ არის, ძალიან კარგი, მაგრამ თუ ეს ასეა, ასატეხია განგაში. ცოტა ხნის წინ დასრულდა უმნიშვნელოვანესი სამიტები და თუ საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება მწვავე რეაქცია და მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, ხვალ აიბღას სხვა სოფლები მიყვება და საბოლოო ჯამში, სადამდეც მივალთ, წარმოდგენაც არ მინდა", - თქვა ბუკა პეტრიაშვილმა.