"ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძე, ქართული ოცნების მიერ 29 აპრილს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოაბილიზებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუნიციპალიტეტების სხვადასხვა აიპებში ჰყავთ გაფორმებული.

მისივე თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, შექმნას პარალელური რეალობა, რომ თითქოს რუსულ კანონს საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. 

"მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტის რიცხვიც რომ ავიღოთ, დაახლოებით 22 311 ადამიანი გამოდის, რომელიც შეუძლია, რომ ორშაბათს პირდაპირ სამსახურიდან წამოიყვანოს თბილისში. 

შეგვიძლია რამდენიმე მაგალითიც ჩამოვთვალოთ - გორი, სადაც მერიის მიერ დაქვემდებარებული აიპში 3055 ადამიანია დასაქმებული, ზუგდიდში - 2883, ოზურგეთში - 1942, ყვარელში - 1077 და ა.შ".- ამბობს დონაძე. 

მისივე თქმით, ამ ადამიანების მოვალეობას ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა, მათ პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობა და სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის სასარგებლოდ აქტიურობა, და დიტო სამხარაძის პოსტების გაზიარება წარმოადგენს.

"ასევე, ამ ხალხში არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ქუჩაში მარბიელ რაზმებად გამოიყენებიან, ანუ ყველა ამ ადამიანს ქართული ოცნება მისი პარტიული და პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, ხოლო თანხას ბიუჯეტიდან ანაზღაურებს. 

გორში 3055 ადამიანი რეალურად რომ მუშაობდეს მის განვითარებაზე, დღეს ასეთ მდგომარეობაში ფიზიკურად ვერ იქნებოდა. ისინი არ ქმნიან მუნიციპალურ სერვისსა და სახელმწიფო დოვლათს, პირიქით, ეს დოვლათი მიაქვთ სახლში, რათა ქართულმა ოცნებამ კიდე უფრო დიდი ხნით შეინარჩუნოს ძალაუფლება“ - თქვა ბესიკ დონაძემ.

ცნობისვის, "ქართული ოცნების" ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება