"ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და მოუწოდა "გახარია საქართველოს" გუნდს, ან გამოვიდეს პარლამენტიდან, ან შეეშვას ოპოზიციის კრიტიკას და ერთიანობას დათანხმდეს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - ვინ არის რეალურად ოპოზიცია.
"ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. გამორიცხულია, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე წლების განმავლობაში ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობას" ესხმიან თავს. შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმის პოზიციაზე და არა ის, რომ ჩვენ ყველას ვეძახოთ და ვეფეროთ, თქვენი ჭირიმე 13 წელია ჩვენს კისერზე წისქვილის ქვა დატრიალდა, თქვენ აგერ ორი დღეა ოპოზიციაში ხართ, მოდი ერთიანები ვიყოთ და იმათ ქვა-ტალახი გვესროლონ, არ გამოვა ჯიგრებო ეგრე.
რა არის დასამალი, დღენახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან. რაღაცა ქნას, ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს.
სალომემ საერთოდ განაცხადა, რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი და ერთიანობა ცუდიაო, ეს მიუღებელია. წადი ჰკითხე სალომეს, ერთიანობაა კარგი თუ კოორდინაცია, თუ იტყვის, რომ კოორდინაციაო, კარგად იყოს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილიმა.