მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ სტატუსს მივიღებთ და არ მგონია ამ თვალსაზრისით რამე შეფერხება შეიქმნას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ყველგან სადაც მიუწვდება ხმა ლობირებს, რომ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე უკრაინისთვის და მოლდოვასთვის მოლაპარაკებები გაიხსნას.
„რაც შეეხება უკრაინისთვის მოლაპარაკების გახსნას, მე მგონია, რომ საქართველო მოლდოვა-უკრაინისთვის არ უნდა დაეშორებინათ და იმთავითვე ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა. თუმცა, ახლა ჩვენ მოგვანიჭებენ სტატუსს და მიუხედავად ამ განცხადებებისა, მგონია, რომ უკრაინასაც გაუხსნის მოლაპარაკებებს და ეს არის სწორი. საქართველოს ხელისუფლება, მისი პოლიტიკური სპექტრი ყველგან სადაც მიუწვდება ხმა ლობირებს, იმას რომ მოლაპარაკებები გაიხსნას უკრაინისთვის და მოლდოვისთვის“, - აცხადებს დავითულიანი.