"მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი" (EECMD) საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში "დემოკრატიის ფესტივალს" ატარებს, რასაც მმართველი პარტიიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
"ქართულმა ოცნებამ" ფესტივალის დონორი ორგანიზაცია შიდა პოლიტიკურ საქმიანობის ჩარევაში დაადანაშაულა. რასაც ამ დრომდე დანიური მხრიდან ოფიციალური განცხადება არ მოჰყოლია.
" 17 აგვისტოს რიგით მეოთხე და შემაჯამებელი DemFest-ი ბათუმში ვეღარ გაიმართება. ხელისუფლების მიერ სახალხო ფესტივალის წინააღმდეგ წამოწყებულმა უწყვეტმა ნეგატიურმა კამპანიამ გავლენა იქონია ორგანიზაციულ მხარეზე და იძულებული გავხდით, აღნიშნული ღონისძიება გაგვეუქმებინა
. „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა“ (EECMD) საქართველოს სამ ქალაქში (წალენჯიხა, თელავი და ქუთაისი) ჩაატარა დემოკრატიის ფესტივალები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცენტრალური საარჩევნო კომისია, მცირე მეწარმეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები
. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის განცხადებები აღმოჩნდა ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, არ გაეცათ ნებართვები დემოკრატიის ფესტივალების ჩასატარებლად. მეტიც, ნეგატიურმა კამპანიამ იმოქმედა ბიზნეს სექტორზეც და კერძო დაწესებულებები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ სახალხო ღონისძიების მასპინძლობაზე. მმართველი პარტიის განცხადებები პირდაპირი ჩარევაა EECMD-ს საქმიანობაში და ხელს უშლის მოსახლეობის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
მიუხედავად წინააღმდეგობებისა, 31 აგვისტოს ორგანიზაცია გამართავს დასკვნით, მეოთხე ფესტივალს თბილისში.
DemFest-ის საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ კალენდარში მონიშვნა კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ერთგულებას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და საქართველოს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. შევხვდებით DemFest-ზე!
------------ The organization EECMD organized democracy festivals in three Georgian cities: Tsalendzhikha, Telavi, and Kutaisi. These events brought together representatives from civil society, political unions, non-governmental organizations, the Central Election Commission, small entrepreneurs, and the cultural sector. The fourth and final festival was scheduled to take place in Batumi on August 17. However, the ongoing negative campaign initiated by the government against the “Democracy Festival” impacted the organizational side of the event. The ruling party's statements acted as a warning to local authorities, discouraging them from granting permits to host the democracy festivals. Additionally, the negative campaign extended to the business sector, forcing private entities to decline hosting public events. These actions by the ruling party represent direct interference in EECMD’s activities and hinder the population’s right to freedom of assembly and expression.Despite the existing challenges, on August 31, EECMD will hold its final, fourth festival in Tbilisi. Marking DemFest in the cultural and political calendar of Georgia once again expresses the commitment of Georgian citizens to democracy, protection of human rights, and Georgia's European foreign policy course. See you at DemFest!"