ჩვენ მკაფიო პოლიტიკა გვქონდა, ზეწოლა საერთაშორისო მიმართულებით, თუმცა ჩვენმა მეგობრებმა ეს საკმარისი არ არის, ქუჩაში 50-კაციანი აქციები გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილსო - ამის შესახებ ნაციონალური მროაბის წევრმა, ნიკა მელიას გუნდის წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
დოლიძე ამბობს, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გუნდმა ჩათვალა, რომ ეს არ იყო საკმარისი, აქციებიც უნდა გაემართათ და ახლა ამ დაპირებების ტყვეობაში არიან.
„არსებით განხილვამდე ვიდრე გავა საკითხი, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მეორეა, რა უნდა გააკეთოს პარტიამ. იმ მოცემულობაში, რა დაპირებებიც აკეთეს, მთლიანად იცვლება სურათი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვქონდა, ზეწოლა საერთაშორისო მიმართულებით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ოლიგარქთან ბრძოლაში, თუმცა ჩვენმა მეგობრებმა ეს საკმარისი არ არის, ქუჩაში 50-კაციანი აქციები გამოიყვანს სააკაშვილსო და დღეს ამ დაპირებების ტყვეობაში არიან. ეს არის პრობლემა. დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით გარკვეული პერიოდი, რადგან იციან, რომ ამის სხვა შესაძლებლობა არ მიეცემათ. ხელისუფლებაში ამ ადამიანებს ვერავინ ვერასდროს იხილავს. ოპოზიციის სკამები რაღაც დროის განმავლობაში, თუ ვინმეს აწყობს, კი ბატონო“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.