ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის აუდიენცია ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერთან, მიურიელ ბაუზერთან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თამარ ტალიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
აშშ-ში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, მერმა მას ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა.
„ხაზი გაესვა ელჩებისა და დიპლომატიური მისიების როლსა და მნიშვნელობას ვაშინგტონის საზოგადოებრივ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიპლომატიური კორპუსის, ასევე აშშ-ში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, – წერს თამარ ტალიაშვილი.








