„უცნობი ჯარისკაცის საფლავთან“ პატივს მივაგებთ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა თაობებს, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურა, - ამის შესახებ აშშ ის საელჩო საქართველოში წერს.
„აქ განისვენებს დიდებითა და პატივით მოსილი ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც მხოლოდ ღმერთმა იცის.“
მე-11 თვის მე-11 დღის 11 საათზე, 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. სამი წლის შემდეგ, 1921 წლის 11 ნოემბერს, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალეს პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ყოველი წლის 11 ნოემბერს, როცა შეერთებულ შტატებში ვეტერანთა დღეს აღვნიშნავთ, დილის 11 საათზე, „უცნობი ჯარისკაცის საფლავთან“ პატივს მივაგებთ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა თაობებს, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურა.




