„ევროპის გზიდან არანაირი გადახვევა არ ხდება. თუ ვინმე დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გახსნის, დიახ, ჩვენ ავდგებით და ხელს მოვაწერთ. დიახ, ჩვენ ვიქნებით 2030 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროდირექტივების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს, დანარჩენი უკვე მათი გადაწყვეტილებაა.- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
"ხელისუფლებამ „დიფ სთეითის“ მიერ მართულ ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიას ერთ-ერთი იარაღი ხელიდან გამოაცალა, რომელიც სულ ჩამოკიდებული იქნებოდა დამოკლეს მახვილივით საქართველოსა და ქართველი ხალხის თავზე, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ მოლაპარაკებების გახსნა არ იგეგმებაო. ამას ისედაც აკეთებენ, მაგრამ ამ განცხადების გარეშე კიდევ უფრო მძაფრად იქნებოდა უზრუნველყოფილი, – განაცხადა გორდულაძემ.









